რუსული სამხედრო ტექნიკა ყირიმის სიღრმისკენ მიემართება [ვიდეო]
16/02/2022 16:27:23 მსოფლიო
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადების ფონზე, რომ "სამხრეთ სამხედრო ოლქის ქვედანაყოფებმა პოლიგონებზე წვრთნების დასრულების შემდეგ ყირიმი დატოვეს", ყირიმში ნახევარკუნძულის სიღრმისკენ რუსული ტექნიკის გადაადგილება ფიქსირდება.
16 თებერვალს "ტავრიდას" ტრასაზე, ბაგეროვოს გადასახვევის მიდამოებში, ქერჩის ხიდიდან ფეოდოსიის მიმართულებით მოძრავი სამხედრო ავტოკოლონა გადაიღეს, რომელსაც სავარაუდოდ, პირადი შემადგენლობა გადაჰყავდა, - იუწყება "Крым.Реалии".


