Accentnews.ge
ნატო–ს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრები: "ალიანსი რჩება ფუნდამენტური პრინციპების ერთგული"

ნატო–ს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრები: "ალიანსი რჩება ფუნდამენტური პრინციპების ერთგული"

16/02/2022 16:17:44 მსოფლიო

ნატო რჩება ევროპული უსაფრთხოების საფუძველში ჩადებული ფუნდამენტური პრინციპების ერთგული, – ამის შესახებ ალიანსის წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.

"ნატო რჩება ფუნდამენტური პრინციპების ერთგული, მათ შორის იმ პრინციპის ერთგული, რომლის თანახმად, თითოეულ ქვეყანას აქვს უფლება აირჩიოს საკუთარი უსაფრთხოების ზომები. ჩვენ ვადასტურებთ მხარდაჭერას უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. რუსეთის ნებისმიერი შემდგომი აგრესია უკრაინის წინააღმდეგ მასიური შედეგების მომტანი იქნება და მაღალი ფასი ექნება. ნატო გააგრძელებს მჭიდრო კოორდინაციას შესაბამის დაინტერესებულ მხარეებთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მათ შორის ევროკავშირთან", – ნათქვამია განცხადებაში.

უკრაინის ირგვლივ უკიდურესად დაძაბული ვითარების ფონზე 16–17 თებერვალს ბრიუსელში ნატო–ს ტავდაცვის მინისტერიალი იმართება.

გასული წლის ნოემბრიდან რუსეთმა უკრაინის საზღვრის მახლობლად თავი მოუყარა დიდძალ ცოცხალ ძალას და სამხედრო ტექნიკას. დასავლეთში შიშობენ, რომ რუსეთი უკრაინაზე მორიგი სამხედრო აგრესიისთვის ემზადება. კრემლი ბრალდებას უარყოფს და დესტაბილიზაციაში უკრაინის ხელისუფლებას და მის დასავლელ პარტნიორებს ადანაშაულებს.

რუსეთთან დიალოგის პარალელურად, აშშ და მისი ნატოელი მოკავშირეები ევროპაში აცხადებენ, რომ უკრაინაზე თავდასხმას უმკაცრესი პასუხი მოჰყვება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S