Accentnews.ge
"ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში" საქართველო 14 ადგილით ჩამოქვეითდა

"ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში" საქართველო 14 ადგილით ჩამოქვეითდა

16/02/2022 15:03:29 საზოგადოება

Heritage Foundation-მა 2022 წლის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის შედეგები გამოაქვეყნა. საქართველო მსოფლიოში 26–ე ადგილზეა, რაც მეტწილად თავისუფალი ეკონომიკის მქონე ქვეყანას ნიშნავს.

გასულ წელს საქართველოს მე-12 ადგილი ეკავა.

ევროპის მასშტაბით კი საქართველოს მე-18 ადგილი უჭირავს მაშინ, როცა 2019 წელს 7–ე პოზიციას იკავებდა.

ანგარიშის თანახმად, საქართველოს ეკონომიკური თავისუფლების ქულა 5.4-ით შემცირდა და 71.8 შეადგინა (მაქსიმუმია 100).

2022 წლის რეიტინგი შეფასებას აკეთებს შემდეგი 4 მიმართულებით: კანონის უზენაესობა, მთავრობის მოცულობა, რეგულაციების ეფექტიანობა და ღია ბაზარი. აღნიშნული მიმართულებები, თავის მხრივ, სხვადასხვა კომპონენტებს მოიცავს. 12 ქვეკატეგორიიდან საქართველოს მონაცემები გაუარესებულია 8-ში და გაუმჯობესებულია მხოლოდ ვაჭრობის თავისუფლების კომპონენტში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S