Accentnews.ge
თბილისის ანძა უკრაინის, ხოლო საკრებულოს შენობა ლიეტუვის დროშის ფერებში განათდება

თბილისის ანძა უკრაინის, ხოლო საკრებულოს შენობა ლიეტუვის დროშის ფერებში განათდება

16/02/2022 12:00:06 პოლიტიკა, საზოგადოება

უკრაინის ერთიანობის დღესთან დაკავშირებით დღეს, თბილისის ანძა უკრაინის სახელმწიფო დროშის ფერებში განათდება. ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.

„სოლიდარობა და მხარდაჭერა უკრაინელ ხალხს! - ეს იქნება თბილისის კიდევ ერთი გზავნილი მეგობარი კიევისადმი“, - აღნიშნავენ მერიაში.

უწყების ცნობით, ასევე, ლიეტუვის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, თბილისის საკრებულოს შენობა ლიეტუვის დროშის ფერებში განათდება.

ცნობისთვის: გასული წლის ნოემბრიდან რუსეთმა უკრაინის საზღვრის მახლობლად თავი მოუყარა დიდძალ ცოცხალ ძალას და სამხედრო ტექნიკას. დასავლეთში შიშობენ, რომ რუსეთი უკრაინაზე მორიგი სამხედრო აგრესიისთვის ემზადება. კრემლი ბრალდებას უარყოფს და დესტაბილიზაციაში უკრაინის ხელისუფლებას და მის დასავლელ პარტნიორებს ადანაშაულებს.

რუსეთთან დიალოგის პარალელურად, აშშ და მისი ნატოელი მოკავშირეები ევროპაში აცხადებენ, რომ უკრაინაზე თავდასხმას უმკაცრესი პასუხი მოჰყვება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S