Accentnews.ge
"მოვუწოდებთ რუსეთს, გადადგას კონკრეტული და ხელშესახები ნაბიჯები დეესკალაციისკენ"

"მოვუწოდებთ რუსეთს, გადადგას კონკრეტული და ხელშესახები ნაბიჯები დეესკალაციისკენ"

16/02/2022 09:59:40 მსოფლიო

ევროპის საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი უკრაინის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და რუსეთს დეესკალაციისკენ მოუწოდებს.

„ბოლო ორი დღის განმავლობაში რუსეთმა აჩვენა, რომ შესაძლოა ღია იყოს დიპლომატიის მიმართ და ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, გადადგას კონკრეტული და ხელშესახები ნაბიჯები დეესკალაციისკენ, რადგან ეს არის პირობა გულწრფელი პოლიტიკური დიალოგისთვის“, – განაცხადა მიშელმა.

მისი თქმით, რუსეთის „უპრეცედენტო სამხედრო ესკალაცია უკრაინის წინააღმდეგ საფრთხეს უქმნის მშვიდობასა და უსაფრთხოებას ევროპაში“.

როგორც მან აღნიშნა, რუსეთმა უნდა გააკეთოს არჩევანი ომსა და დიპლომატიას შორის.

გასული წლის ნოემბრიდან რუსეთმა უკრაინის საზღვრის მახლობლად თავი მოუყარა დიდძალ ცოცხალ ძალას და სამხედრო ტექნიკას. დასავლეთში შიშობენ, რომ რუსეთი უკრაინაზე მორიგი სამხედრო აგრესიისთვის ემზადება. კრემლი ბრალდებას უარყოფს და დესტაბილიზაციაში უკრაინის ხელისუფლებას და მის დასავლელ პარტნიორებს ადანაშაულებს.

აშშ–ში არ გამორიცხავენ, რომ რუსეთმა ომი ჩინეთში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიადის პერიოდში დაიწყოს. რუსეთთან დიალოგის პარალელურად, აშშ და მისი ნატოელი მოკავშირეები ევროპაში აცხადებენ, რომ უკრაინაზე თავდასხმას უმკაცრესი პასუხი მოჰყვება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S