Accentnews.ge
"ნატო მზადაა როგორც რუსეთთან დიალოგისთვის, ისე მოვლენების ნებისმიერი სცენარით განვითარებისთვის"

"ნატო მზადაა როგორც რუსეთთან დიალოგისთვის, ისე მოვლენების ნებისმიერი სცენარით განვითარებისთვის"

16/02/2022 09:53:25 მსოფლიო

ნატო–ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ალიანსი მზადაა როგორც რუსეთთან დიალოგისთვის, ისე მოვლენების ნებისმიერი სცენარით განვითარებისთვის.

მისი თქმით, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, ეს კრემლს ძვირად დაუჯდება.

"ჩვენ მოვისმინეთ მინიშნებები მოსკოვიდან დიპლომატიური ძალისხმევის გაგრძელების მზადყოფნის შესახებ. თუმცა რუსეთის მხრიდან ადგილზე დეესკალაციის ნიშნები ჯერ–ჯერობით არ გვიხილავს, პირიქით, მოსკოვი აგრძელებს სამხედრო წარმოდგენილობის გაძლიერებას. ამასთან, ჩვენ არ მიგვიღია პასუხი ჩვენს წერილობით დოკუმენტზე, რომელიც 26 იანვარს გავგზავნეთ რუსეთში. მასში ასახულია თემები, რომელთან განხილვის თაობაზე ნატო–ს მოკავშირეები მზადყოფნას გამოთქვამენ. ჩვენ გავაგრძელებთ რუსეთისთვის ძალიან მკაფიო გზავნილის გადაცემას, რომ მზად ვართ დავსხდეთ და განვიხილოთ მათთან ეს საკითხები. თუმცა ამავე დროს, ჩვენ მზად ვართ ყველაზე უარესი სცენარისთვისაც. თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, ეს კრემლს ძვირად დაუჯდება. ჩვენ გავაგრძელებთ რუსეთის გეგმებისა და ქმედებების გამოვლენას, რათა გაურთულდეს მათ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ქმედებების განხორციელება. მაგრამ ჩვენ ნამდვილად ვიმედოვნებთ, რომ რუსეთი მნიშვნელოვან დიალოგში ჩაერთვება და კონფრონტაციის ნაცვლად, დიპლომატიის გზას აირჩევს. ჩვენ მზად ვართ დავსხდეთ და ვიპოვოთ პოლიტიკური გამოსავალი", – განაცხადა სტოლტენბერგმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S