Accentnews.ge
სამხრეთ კაროლინას შტატში ევაკუაცია გამოცხადდა

სამხრეთ კაროლინას შტატში ევაკუაცია გამოცხადდა

02/09/2019 06:29:47 სხვა, მსოფლიო

სამხრეთ კაროლინას შტატში ევაკუაცია გამოცხადდა,- ამის შესახებ ინფორმაციას შტატის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ავრცელებს. გადაწყვეტილება ქარიშხალ „დორიანს“ უკავშირდება.

ევაკუაცია 2 სექტემბერს დაიწყება და 800 ათასზე მეტ ადამიანს შეეხება.

ასევე, ყველა ინსტიტუტი, რომელიც სახელმწიფოს სასიცოცხლო ფუნქციების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული არ არის, მუშაობას შეწყვეტს.

ეროვნული ცენტრი პროგნოზირებს, რომ ქარიშხალი 2 სექტემბერს ფლორიდის სანაპიროს მიუახლოვდება. „დორიანს“ საშიშროების მიხედვით მესამე კატეგორია მიანიჭეს (სულ ხუთი კატეგორიაა).

ქარიშხლის გამო, დონალდ ტრამპმა პოლონეთში ვიზიტი გააუქმა, რომელიც შემდეგი კვირის დასაწყისში იგეგმებოდა. ტრამპის თქმით, მისთვის ქარიშხლის დროს აშშ-ში ყოფნა ძალიან მნიშვნელოვანია.

ჯორჯიის შტატში გუბერნატორმა ბრაიან კემპმა 12 ოლქში 30 აგვისტოს საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S