Accentnews.ge
თბილისის მერია ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების პროგრამას კვალავ განაგრძობს

თბილისის მერია ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების პროგრამას კვალავ განაგრძობს

16/02/2022 07:53:33 საზოგადოება

თბილისის მერია ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების პროგრამას კვალავ განაგრძობს. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, დედაქალაქის ბიუჯეტიდან ძუძუს კიბოს დიაგნოზის მქონე ერთი მოქალაქის დასაფინანსებლად წელიწადში 29 000–დან 60 000 ლარამდე თანხა გამოიყოფა. აღნიშნული მედიკამენტები სრულად უფინანსდებათ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ 150 000 და ნაკლები სარეიტინგო ქულით რეგისტრირებულ პირებს, ხოლო ყველა სხვა მოსარგებლეს – 80 და 50%–ით.

როგორც კალაძემ აღნიშნა, პროგრამის მიმდინარე წლის ბიუჯეტი ოთხი მილიონი ლარია.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამა, რითაც ამ საჭიროების მქონე ქალებს, მათ ოჯახებს ფინანსური ტვირთი მნიშვნელოვნად შეუმსუბუქდა და მათი უმეტესობა ქონების გაყიდვისა და სერიოზული საკრედიტო ვალდებულებებისგან იხსნა. აღსანიშნავია, რომ ერთი ამპულა მედიკამენტის ფასი 5 000 ლარამდეა. რიგ შემთხვევაში კი, ერთი გადასხმის ჩასატარებლად ორი სხვადასხვა მედიკამენტის ერთობლივი ფასი 9 000 ლარს აჭარბებს“, – განაცხადა კალაძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S