Accentnews.ge
ზელენსკი – თანამოქალაქეებს: "მხოლოდ ერთად დგომით შეგვიძლია, დავიცვათ ჩვენი სახლი"

ზელენსკი – თანამოქალაქეებს: "მხოლოდ ერთად დგომით შეგვიძლია, დავიცვათ ჩვენი სახლი"

16/02/2022 07:23:44 მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რომელმაც 16 თებერვალი უკრაინის ერთიანობის დღედ გამოაცხადა, თანამოქალაქეებს მიმართა.

მისი თქმით, უკრაინელები "მშვიდობიანად ცხოვრების სურვილით" გაერთიანდნენ.

"დღეს ჩვენ გამოვფენთ ეროვნულ დროშებს, გავიკეთებთ ლურჯ-ყვითელ ლენტებს და ჩვენს ერთიანობას მთელ მსოფლიოს დავანახვებთ. ამ ყველაფრის სრული უფლება გვაქვს, რადგან სახლში ვართ, უკრაინაში ვართ. ვერავინ შეიყვარებს ჩვენს სახლს ისე, როგორც ჩვენ გვიყვარს. მხოლოდ ერთად დგომით შეგვიძლია, დავიცვათ ჩვენი სახლი. გილოცავთ გაერთიანების დღეს, ყვითელსა და ლურჯს!”, – მიმართა ზელენსკიმ თანამოქალაქეებს საელევიზიო მიმართვისას.

შეერთებული შტატებისა და რიგი სხვა ქვეყნების წარმომადგენლებმა უკრაინაში რუსეთის შეჭრა მიმდინარე კვირაში არ გამორიცხეს.

გასული წლის ნოემბრიდან რუსეთმა უკრაინის საზღვრის მახლობლად თავი მოუყარა დიდძალ ცოცხალ ძალას და სამხედრო ტექნიკას. დასავლეთში შიშობენ, რომ რუსეთი უკრაინაზე მორიგი სამხედრო აგრესიისთვის ემზადება. კრემლი ბრალდებას უარყოფს და დესტაბილიზაციაში უკრაინის ხელისუფლებას და მის დასავლელ პარტნიორებს ადანაშაულებს.

აშშ–ში არ გამორიცხავენ, რომ რუსეთმა ომი ჩინეთში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიადის პერიოდში დაიწყოს. რუსეთთან დიალოგის პარალელურად, აშშ და მისი ნატოელი მოკავშირეები ევროპაში აცხადებენ, რომ უკრაინაზე თავდასხმას უმკაცრესი პასუხი მოჰყვება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S