
გამოვლინდა კოვიდ–ინფიცირების 15 000–ზე მეტი შემთხვევა
16/02/2022 06:37:17 საზოგადოება
გასული დღე–ღამის განმავლობაში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 15 315 შემთხვევა გამოვლინდა, გამპჯანმრთელდა 10 894, გარდაიცვალა კიდევ 55 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ჩატარდა 50 058 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 31 794, PCR ტესტით - 18 264.
დადებითობის მაჩვენებელია: დღიური - 30,59%, ბოლო 14 დღის - 32,02%, ბოლო 7 დღის - 31,51%.
სულ აცრილია 2 783 856 ადამიანი, დღიურად აცრილია - 3 560.