Accentnews.ge
რუსეთმა ხმელთაშუა ზღვაში წვრთნები დააანონსა, რის გამოც სირიაში საჰაერო ბაზაზე მოიერიშე თვითმფრინავები განათავსა

რუსეთმა ხმელთაშუა ზღვაში წვრთნები დააანონსა, რის გამოც სირიაში საჰაერო ბაზაზე მოიერიშე თვითმფრინავები განათავსა

15/02/2022 20:25:29 მსოფლიო

რუსეთმა ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში საზღვაო წვრთნები დააანონსა, რის გამოც სირიაში საჰაერო ბაზაზე მოიერიშე თვითმფრინავები განათავსა, – იუწყება Reuters.

მისი ცნობით, რუსეთმა ჰმეიმიმის საჰაერო ბაზაზე გაგზავნა ჰიპერბგერითი Kinzhal–ის რაკეტებით აღჭურვილი MiG-31K ტიპის საბრძოლო თვითმფრინავები, ასევე – Tu-22M ტიპის სტრატეგიული ბომბდამშენები.

სირიია რუსეთის მტკიცე მოკავშირეა. ჰმეიმიმის საჰაერო ბაზის გარდა, რუსეთი სირიაში ტარტუსის საზღვაო ობიექტსაც აკონტროლებს.

მოსკოვმა 20 იანვარს განაცხადა, რომ მისი საზღვაო ფლოტი ჩაატარებს მთელ რიგ წვრთნებს, რომელშიც ჩაერთვება მთელი მისი ფლოტი წყნარი ოკეანიდან ატლანტიკამდე, რომელშიც 10 000 სამხედრო მოსამსახურე, 140 საბრძოლო ხომალდი და ათობით თვითმფრინავი მიირებს მონაწილეობას.

ცნობისთვის: წვრთნები იმართება ევროპაში უკიდურესად დაძაბული ვითარების ფონზე. გასული წლის ნოემბრიდან რუსეთმა უკრაინის საზღვრის მახლობლად თავი მოუყარა დიდძალ ცოცხალ ძალას და სამხედრო ტექნიკას. დასავლეთში შიშობენ, რომ რუსეთი უკრაინაზე მორიგი სამხედრო აგრესიისთვის ემზადება. კრემლი ბრალდებას უარყოფს და დესტაბილიზაციაში უკრაინის ხელისუფლებას და მის დასავლელ პარტნიორებს ადანაშაულებს.

აშშ–ში არ გამორიცხავენ, რომ რუსეთმა ომი ჩინეთში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიადის პერიოდში დაიწყოს. რუსეთთან დიალოგის პარალელურად, აშშ და მისი ნატოელი მოკავშირეები ევროპაში აცხადებენ, რომ უკრაინაზე თავდასხმას უმკაცრესი პასუხი მოჰყვება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S