Accentnews.ge
დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების აღიარებას რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს იმ დეპუტატებმაც დაუჭირეს მხარი, რომლებიც სხდომას არ ესწრებოდნენ

დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების აღიარებას რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს იმ დეპუტატებმაც დაუჭირეს მხარი, რომლებიც სხდომას არ ესწრებოდნენ

15/02/2022 19:12:43 მსოფლიო

დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარებას რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს იმ დეპუტატებმაც დაუჭირეს მხარი, რომლებიც სხდომას არ ესწრებოდნენ. ამის შესახებ Telegram-ის ერთ-ერთი არხი იტყობინება რუსეთის ფედერაციის "კომუნისტური პარტიის" დეპუტატთა სიაზე დაყრდნობით.

მედიის თანახმად, ფრაქციის მინიმუმ ორი წევრი, გენადი ზიუგანოვი და სერგეი ობუხოვი, სახელმწიფო სათათბიროს სხდომას არ ესწრებოდა. მაგრამ კენჭისყრის სიაში მითითებულია, რომ მათ დადებითი ხმა მისცეს.

ობუხოვმა დაადასტურა, რომ „კოვიდ–ინფიცირებულია და სახლში წევს“ და არ მიუღია მონაწილეობა კენჭისყრაში. ზიუგანოვი ჰოსპიტალიზებულია. მას კენჭისყრაში თავისი ხმის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია.

ცნობისთვის: დღეს რუსეთის "სახელმწიფო სათათბიროს" დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს პრეზიდენტ პუტინისადმი მიმართვას თხოვნით, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობა" აღოაროს.

დადგენილების პროექტი კომპარტიამ მოამზადა. მას ხმა 351-მა დეპუტატმა მისცა, წინააღმდეგ - 16-მა, ერთმა პარლამენტარმა თავი შეიკავა.

2014 წლის მაისში დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკებმა უკრაინისგან "დამოუკიდებლობა" გამოაცხადეს, მას შემდეგ, რაც რუსეთის ხელდასმითა და ორგანიზებით ჩატარდა რეფერენდუმები "თვითგამორკვევის" თაობაზე. ამ ეტაპზე ორივე "სახალხო რესპუბლიკა" მხოლოდ საქართველოს რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებას აქვს აღიარებული, რომლის მმართველი დე ფაქტო რეჟიმი რუსეთის შემადგენლობაში შესვლისკენ იღწვის.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S