Accentnews.ge
ბლინკენი: "ლავროვთან საუბრისას კიდევ ერთხელ აღვნიშნე ჩვენი ურყევი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ"

ბლინკენი: "ლავროვთან საუბრისას კიდევ ერთხელ აღვნიშნე ჩვენი ურყევი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ"

15/02/2022 19:04:34 მსოფლიო

აშშ–ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან დღეს გამართული სატელეფონო საუბრისას უკრაინის მიმართ შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერა დააფიქსირა.

"რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვთან დღევანდელ სატელეფონო საუბრისას მე კიდევ ერთხელ დავაფიქსირე აშშ–ის ერთგულება, ვეძიოთ მოსკოვის მიერ გამოწვეული კრიზისის დიპლომატიური გზით მოგვარების გზები. მე კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნე ჩვენი ურყევი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ", – განაცხად ბლინკენმა.

აშშ–ის სახემწიფო დეპარტამენტში აღნიშნავენ, რომ "ბლინკენმა კიდევ ერთხელ გამოხატა ჩვენი მუდმივი შეშფოთება იმის თაობაზე, რომ რუსეთს შეუძლია ნებისმიერ დროს დაიწყოს უკრაინაში შეჭრა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ საჭიროა შემოწმებადი, დამაჯერებელი და არსებითი დეესკალაცია".

გასული წლის ნოემბრიდან რუსეთმა უკრაინის საზღვრის მახლობლად თავი მოუყარა დიდძალ ცოცხალ ძალას და სამხედრო ტექნიკას. დასავლეთში შიშობენ, რომ რუსეთი უკრაინაზე მორიგი სამხედრო აგრესიისთვის ემზადება. კრემლი ბრალდებას უარყოფს და დესტაბილიზაციაში უკრაინის ხელისუფლებას და მის დასავლელ პარტნიორებს ადანაშაულებს.

აშშ–ში არ გამორიცხავენ, რომ რუსეთმა ომი ჩინეთში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიადის პერიოდში დაიწყოს. რუსეთთან დიალოგის პარალელურად, აშშ და მისი ნატოელი მოკავშირეები ევროპაში აცხადებენ, რომ უკრაინაზე თავდასხმას უმკაცრესი პასუხი მოჰყვება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S