გაერო–ში აშშ-ის ელჩი: "ჯერ არ გვაქვს მტკიცებულება უკრაინის საზღვართან თავმოყრილი რუსული ძალების უკან დახევის თაობაზე"
15/02/2022 17:31:04 მსოფლიო
გაეროში აშშ-ის ელჩ ლინდა თომას-გრინფილდის განცხადებით, აშშ–ს ჯერ არ აქვს მტკიცებულება უკრაინის საზღვართან თავმოყრილი რუსული ძალების უკან დახევის თაობაზე.
"მისასალმებელი იქნება რუსეთიდან წამოსული ცნობა, თუ ის სიმართლეს შეესაბამება. ამის მტკიცებულება ჩვენ ჯერ არ გვინახავს", – განაცხადა ელჩმა.
რუსეთმა უკრაინის საზღვრებიდან სამხედროების გაყვანის დაწყების შესახებ დღეს განაცხადა.


