Accentnews.ge
უკრაინის თავდაცვის სამინისტროსა და ბანკების ვებ–გვერდებზე კიბერ–შეტევა განხორციელდა

უკრაინის თავდაცვის სამინისტროსა და ბანკების ვებ–გვერდებზე კიბერ–შეტევა განხორციელდა

15/02/2022 17:13:46 მსოფლიო

უკრაინის კიბერუსაფრთხოების ცენტრის განცხადებით, ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს, შეიარაღებული ძალების და ბანკების –"პრივატბანკისა" და "ოშადბანკის" ოფიციალურ ვებ–გვერდებზე კიბერ–შეტევა განხორციელდა.

უკრაინაში არ გამორიცხავენ, რომ თავდასხმის უკან რუსი ჰაკერები იყვნენ.

ცნობისთვის: უკრაინის ირგვლივ ვითარება უკიდურესად დაძაბულია. მისი საზღვრის სიახლოვეს რუსული ძალების თავმოყრა კვლავ გრძელდება. დასავლეთში შიშობენ, რომ რუსეთი უკრაინაზე მორიგი სამხედრო აგრესიისთვის ემზადება. კრემლი ბრალდებას უარყოფს და დესტაბილიზაციაში უკრაინის ხელისუფლებას და მის დასავლელ პარტნიორებს ადანაშაულებს.

რუსეთთან დიალოგის პარალელურად, აშშ და მისი ნატოელი მოკავშირეები ევროპაში აცხადებენ, რომ უკრაინაზე თავდასხმას უმკაცრესი პასუხი მოჰყვება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S