Accentnews.ge
შოლცმა რუსეთის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის "დამოუკიდებლობის" შესაძლოა აღიარებას "კატასტროფა" უწოდა

შოლცმა რუსეთის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის "დამოუკიდებლობის" შესაძლოა აღიარებას "კატასტროფა" უწოდა

15/02/2022 16:06:30 მსოფლიო

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა რუსეთის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის "დამოუკიდებლობის" შესაძლოა აღიარებას "კატასტროფა" უწოდა.

"თუ ჩვენ მოვახდენთ მინსკის შეთანხმებების იგნორირებას და თუ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს გადაწყვეტილება რეალობად იქცა, ეს მინსკის პროცესის დარღვევა და პოლიტიკური კატასტროფა იქნება", – განაცხადა შოლცმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან გამართული შეხვედრის შემდეგ.

რუსეთის "სახელმწიფო სათათბიროს" დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს პრეზიდენტ პუტინისადმი მიმართვას თხოვნით, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობა" აღოაროს.

დადგენილების პროექტი კომპარტიამ მოამზადა. მას ხმა 351-მა დეპუტატმა მისცა, წინააღმდეგ - 16-მა, ერთმა პარლამენტარმა თავი შეიკავა.

2014 წლის მაისში დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკებმა უკრაინისგან "დამოუკიდებლობა" გამოაცხადეს, მას შემდეგ, რაც რუსეთის ხელდასმითა და ორგანიზებით ჩატარდა რეფერენდუმები "თვითგამორკვევის" თაობაზე. ამ ეტაპზე ორივე "სახალხო რესპუბლიკა" მხოლოდ საქართველოს რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებას აქვს აღიარებული, რომლის მმართველი დე ფაქტო რეჟიმი რუსეთის შემადგენლობაში შესვლისკენ იღწვის.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S