შოლცი პუტინთან შეხვედრის შემდეგ: "დიპლომატიური შესაძლებლობები ამოწურვისაგან შორს არის"
15/02/2022 15:47:21 მსოფლიო
გერმანიის კანცლერ ოლეფ შოლცის განცხადებით, უკრაინის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დიპლომატიური შესაძლებლობები ამოწურვისაგან შორს არის. ამის შესახებ მან რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა.
"გვესმის, რომ უკრაინის საზღვართან თავმოყრილმა რუსული ძალების ნაწილმა დისლოკაციის ადგილი დატოვა, ეს კარგი ნიშანია, ვიმედოვნებთ, რომ ამას მეტი ჯარების გასვლა მოჰყვება. გამოსავლის პოვნა შესაძლებელი უნდა იყოს. რაც არ უნდა რთული და სერიოზული ჩანდეს ვითარება, ვერ ვიტყოდი, რომ ის უიმედოა", – განაცხადა შოლცმა.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ მან აღნიშნა, რომ უკრაინის საზღვრების ხელშეუხებლობა ვერ იქნება მოლაპარაკების საგანი.
"დიალოგი ვერ დასრულდება ისეთი ჩიხით, რაც ყველასთვის კატასტროფა იქნება. მნიშვნელოვანია დიპლომატიის გზაზე წასვლა, რათა თავიდან ავიცილოთ ომი ევროპაში", – განაცხადა კანცლერმა.
მისი თქმით, ევროპელებს ესმით, რომ გრძელვადიანი უსაფრთხოების მიღწევა არა რუსეთთან წინააღმდეგობით, არამედ მასთან ერთადაა შესაძლებელი.


