
ღამის კლუბებს მუშაობის განახლება 5 მარტიდან შეეძლებათ
15/02/2022 15:12:23 საზოგადოება
ღამის კლუბებს მუშაობის განახლება 5 მარტიდან შეეძლებათ. გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.
კლუბებში დაიშვება მხოლოდ შესაძლო რაოდენობის 60%.
"როგორც ცნობილია, "ომიკრონის" შტამის გავრცელების პიკი დაღმავალ ფაზაში გადავიდა, შესაბამისად, მარტიდან, ვითარების დასტაბილურების გათვალისწინებით ღამის კლუბების ფუნქციონირების აღდგენა შესაძლებლად ჩაითვალა", - აღნიშნულია მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოში დიდ ღამის კლუბებს ღონისძიებები 15 იანვრის შემდეგ, "ომიკრონის" შტამის გავრცელების საფრთხის გამო აღარ გაუმართავთ.