Accentnews.ge
"თუ რუსეთი დონეცკისა და ლუგანსკის "დამოუკიდებლობას" აღიარებს, ეს საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევა იქნება"

"თუ რუსეთი დონეცკისა და ლუგანსკის "დამოუკიდებლობას" აღიარებს, ეს საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევა იქნება"

15/02/2022 12:52:42 მსოფლიო

ნატო–ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, "თუ რუსეთი დონეცკისა და ლუგანსკის "დამოუკიდებლობას" აღიარებს, ეს საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევა იქნება".

"თუ ეს მოხდება ეს იქნება საერთაშორისო სამართლის ნორმების, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე მინსკის შეთანხმებების დარღვევა", – განაცხადა სტოლტენბერგმა.

რუსეთის "სახელმწიფო სათათბიროს" დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს პრეზიდენტ პუტინისადმი მიმართვას თხოვნით, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობა" აღოაროს.

დადგენილების პროექტი კომპარტიამ მოამზადა. მას ხმა 351-მა დეპუტატმა მისცა, წინააღმდეგ - 16-მა, ერთმა პარლამენტარმა თავი შეიკავა.

2014 წლის მაისში დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკებმა უკრაინისგან "დამოუკიდებლობა" გამოაცხადეს, მას შემდეგ, რაც რუსეთის ხელდასმითა და ორგანიზებით ჩატარდა რეფერენდუმები "თვითგამორკვევის" თაობაზე. ამ ეტაპზე ორივე "სახალხო რესპუბლიკა" მხოლოდ საქართველოს რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებას აქვს აღიარებული, რომლის მმართველი დე ფაქტო რეჟიმი რუსეთის შემადგენლობაში შესვლისკენ იღწვის.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S