Accentnews.ge
კვლევა: საქართველოში ბოლო სამი წლის განმავლობაში უმცირესობებისადმი პოზიტიური განწყობა გაიზარდა

კვლევა: საქართველოში ბოლო სამი წლის განმავლობაში უმცირესობებისადმი პოზიტიური განწყობა გაიზარდა

15/02/2022 12:28:42 საზოგადოება

ევროპის საბჭოს ოფისმა საქართველოში კვლევის „სიძულვილით მოტივირებული დანაშაული, სიძულვილის ენა და დისკრიმინაცია საქართველოში“ ძირითადი მიგნებები წარმოადგინა.

კვლევა აჩვენებს, რომ ქართულ საზოგადოებაში 2018-2021 წლებში მრავალფეროვნების მიმართ დადებითი დამოკიდებულება 56-დან 70%-მდე გაიზარდა. მათ შორის, ეთნიკური მრავალფეროვნების კუთხით გაიზარდა 56-დან 68%–მდე, ხოლო რელიგიური მრავალფეროვნების შემთხვევაში – 46-დან 60%–მდე.

33-დან 47%–მდე გაიზარდა იმ ადამიანების წილი, რომლებიც ლგბტ თემის უფლებების დაცვას მნიშვნელოვნად მიიჩნევს.

პროექტი განხორციელდა საქართველოში 2020-2023 წლების ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმის მიხედვით და დანიის სამეზობლო პროგრამის (DANEP) მხარდაჭერით.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S