Accentnews.ge
ხუთი ქვეყანა, საიდანაც იანვარში საქართველოში ყველაზე მეტი ფული გადმოირიცხა

ხუთი ქვეყანა, საიდანაც იანვარში საქართველოში ყველაზე მეტი ფული გადმოირიცხა

15/02/2022 12:20:25 ეკონომიკა

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2022 წლის იანვარში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 168.8 მლნ აშშ დოლარი, ანუ 520.1 მლნ ლარი შეადგინა, რაც 12.7 პროცენტით, ანუ 19.1 მლნ აშშ დოლარით მეტია 2021 წლის იანვრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ცენტრალური ბანკის ცნობით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 94.6% იმ 20 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა იანვარში თითოეულზე 1 მლნ აშშ დოლარს აღემატებოდა. იმავე 20 ქვეყანაზე გასული წლის იანვარში მთელი ფულადი გზავნილების 95.1% მოდიოდა.

  • იტალიიდან გადმოირიცხა 33.33 მლნ აშშ დოლარი;
  • რუსეთის ფედერაცია – 22.38 მლნ აშშ დოლარი;
  • აშშ – 20.30 მლნ აშშ დოლარი;
  • საბერძნეთი – 16.89 მლნ აშშ დოლარი;
  • ისრაელი – 14.91 მლნ აშშ დოლარი.

ამასთან, ეროვნული ბანკის ცნობით, 2022 წლის იანვარში საქართველოდან საზღვარგარეთ 23.3 მლნ აშშ დოლარი, ანუ 71.8 მლნ ლარი გადაიგზავნა, რაც 2021 წლის იანვრის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 35.3%-ით მეტია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S