Accentnews.ge
კრემლში პუტინისა და შოლცის შეხვედრა დაიწყო

კრემლში პუტინისა და შოლცის შეხვედრა დაიწყო

15/02/2022 11:49:28 მსოფლიო

კრემლში რუსეთის პრეზიდენტ ვალდიმირ პუტინისა და გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცის შეხვედრა დაიწყო. აუდიენციის დაწყებამდე შოლცმა განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია უკრაინის ირგვლივ განვითარებული მოვლენების დიპლომატიური გზით გადაწყვეტა.

„ჩვენ უნდა ვისაუბროთ რთულ ვითარებაზე, რაც ეხება მშვიდობასა და უსაფრთხოებას ევროპაში. მოხარული ვარ, რომ ჩვენ შეგვიძლია, ვისაუბროთ ახლა, რადგან ყველაზე მნიშვნელოვანი არის ქვეყნებს შორის ურთიერთობების მოგვარება კარგი მოლაპარაკებების გზით", – განაცხად შოლცმა.

თავის მხრივ პუტინმა აღნიშნა, რომ შეხვედრის უმეტესი დრო ევროპაში უსაფრთხოების ვითარებაზე საუბარს დაეთმობა.

გერმანიის კანცლერმა რუსი ექიმების მიერ „პისიარ“ ტესტის გაკეთებაზე უარი განაცხადა. აღნიშნული ინფორმაცია კრემლის პრეს–სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა დაადასტურა და დასძინა, რომ შოლცის და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის შეხვედრა დიდი დისტანციის დაცვით გაიმართება.

"ისინი ჩვეულებრივზე დიდ მანძილზე იქნებიან ერთმანეთისგან დაშორებული, მაგრამ ეს არანაირად არ იმოქმედებს შეხვედრის ხასიათზე, მის შინაარსზე ან ხანგრძლივობაზე“, - განაცხადა პესკოვმა.

მანამდე, რუსულ ტესტზე უარი საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რის გამოც პუტინთან შეხვედრის დროს ლიდერებს შორის დისტანცია 4 მეტი იყო.

გასული წლის ნოემბრიდან რუსეთმა უკრაინის საზღვრის მახლობლად თავი მოუყარა დიდძალ ცოცხალ ძალას და სამხედრო ტექნიკას. დასავლეთში შიშობენ, რომ რუსეთი უკრაინაზე მორიგი სამხედრო აგრესიისთვის ემზადება. კრემლი ბრალდებას უარყოფს და დესტაბილიზაციაში უკრაინის ხელისუფლებას და მის დასავლელ პარტნიორებს ადანაშაულებს.

აშშ–ში არ გამორიცხავენ, რომ რუსეთმა ომი ჩინეთში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიადის პერიოდში დაიწყოს. რუსეთთან დიალოგის პარალელურად, აშშ და მისი ნატოელი მოკავშირეები ევროპაში აცხადებენ, რომ უკრაინაზე თავდასხმას უმკაცრესი პასუხი მოჰყვება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S