Accentnews.ge
მაკრონის შემდეგ რუსი ექიმების მიერ „პისიარ“ ტესტის გაკეთებაზე შოლცმაც უარი განაცხადა

მაკრონის შემდეგ რუსი ექიმების მიერ „პისიარ“ ტესტის გაკეთებაზე შოლცმაც უარი განაცხადა

15/02/2022 10:45:05 მსოფლიო

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა, რომელიც მოსკოვს ცოტა ხნის ეწვია, რუსი ექიმების მიერ „პისიარ“ ტესტის გაკეთებაზე უარს აცხადებს.

აღნიშნული ინფორმაცია კრემლის პრეს–სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა დაადასტურა და დასძინა, რომ შოლცის და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის შეხვედრა დიდი დისტანციის დაცვით გაიმართება.

"ისინი ჩვეულებრივზე დიდ მანძილზე იქნებიან ერთმანეთისგან დაშორებული, მაგრამ ეს არანაირად არ იმოქმედებს შეხვედრის ხასიათზე, მის შინაარსზე ან ხანგრძლივობაზე“, - განაცხადა პესკოვმა.

მანამდე, რუსულ ტესტზე უარი საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რის გამოც პუტინთან შეხვედრის დროს ლიდერებს შორის დისტანცია 4 მეტი იყო.

გასული წლის ნოემბრიდან რუსეთმა უკრაინის საზღვრის მახლობლად თავი მოუყარა დიდძალ ცოცხალ ძალას და სამხედრო ტექნიკას. დასავლეთში შიშობენ, რომ რუსეთი უკრაინაზე მორიგი სამხედრო აგრესიისთვის ემზადება. კრემლი ბრალდებას უარყოფს და დესტაბილიზაციაში უკრაინის ხელისუფლებას და მის დასავლელ პარტნიორებს ადანაშაულებს.

აშშ–ში არ გამორიცხავენ, რომ რუსეთმა ომი ჩინეთში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიადის პერიოდში დაიწყოს. რუსეთთან დიალოგის პარალელურად, აშშ და მისი ნატოელი მოკავშირეები ევროპაში აცხადებენ, რომ უკრაინაზე თავდასხმას უმკაცრესი პასუხი მოჰყვება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S