Accentnews.ge
ბალტიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები კიევს ეწვევიან

ბალტიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები კიევს ეწვევიან

15/02/2022 10:28:37 მსოფლიო

ესტონეთის, ლატვიის და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები უკრაინაში ჩავლენ, რათა უკრაინის მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატონ. ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა განაცხადა.

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი მიიჩნევს, რომ საგარეო საქმეთა მინისტრების ასეთ ერთობლივ ვიზიტს თუ ნატოსა და ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებიც შეუერთდებიან, ეს იქნებოდა „ძალიან ძლიერი გზავნილი" მოსკოვისთვის.

გასული წლის ნოემბრიდან რუსეთმა უკრაინის საზღვრის მახლობლად თავი მოუყარა დიდძალ ცოცხალ ძალას და სამხედრო ტექნიკას. დასავლეთში შიშობენ, რომ რუსეთი უკრაინაზე მორიგი სამხედრო აგრესიისთვის ემზადება. კრემლი ბრალდებას უარყოფს და დესტაბილიზაციაში უკრაინის ხელისუფლებას და მის დასავლელ პარტნიორებს ადანაშაულებს.

აშშ–ში არ გამორიცხავენ, რომ რუსეთმა ომი ჩინეთში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიადის პერიოდში დაიწყოს. რუსეთთან დიალოგის პარალელურად, აშშ და მისი ნატოელი მოკავშირეები ევროპაში აცხადებენ, რომ უკრაინაზე თავდასხმას უმკაცრესი პასუხი მოჰყვება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S