Accentnews.ge
DRI: "ფოცხოეწერის დევნილთა ჩასახლებაში უმძიმესი მდგომარეობაა"

DRI: "ფოცხოეწერის დევნილთა ჩასახლებაში უმძიმესი მდგომარეობაა"

15/02/2022 10:17:04 კონფლიქტები

"დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის" (DRI) ინფორმაციით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ფოცხოეწერის დევნილთა ჩასახლებაში და თბილისის ზღვაზე სანატორიუმ „ქართლში“ იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებრივი მდგომარეობა, სიცოცხლის და ჯანმრთელობის უფლება და მათი სათანადო საცხოვრებელი პირობებით დაკმაყოფილება მუდმივად კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. კერძოდ, სახელმწიფოს მხრიდან დევნილთა განსახლების პროცესის მიუხედავად, მათი ნაწილი დღემდე ძველ, ამორტიზებულ და ავარიულ შენობებში ცხოვრობს, სადაც ცხოვრების ყოველი დღე საფრთხის შემცველია.

როგორც DRI-ის განცხადებაშია ნათქვამი, განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა წალენჯიხის მუნიციპალიტეტში მდებარე ფოცხოეწერის დევნილთა ჩასახლებაში, გარე სამყაროს სრულად მოწყვეტილია. დევნილებს უმძიმეს პირობებში უწევთ ცხოვრება.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ფოცხოეწერის დევნილთა ჩასახლებაში მცხოვრები ადამიანების მძიმე სოციალური პირობების თაობაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრს და სხვა პასუხისმგებელ თანამდებობის პირებს უკვე მიმართა. ინსტიტუტის რეკომენდაცია დევნილი მოსახლეობის სოციალური, ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული პრობლემების სწრაფად და ეფექტიანად მოგვარება, სათანადო, ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნაა, რაც სახელმწიფო უწყებებს შორის თანამშრომლობას და პრობლემების აღმოსაფხვრელად კომპლექსურ მუშაობას მოითხოვს.

,,ფოცხოეწერი მუნიციპალიტეტის ცენტრიდან 22 კილომეტრში მდებარეობს. დასახლებამდე მისასვლელი ცენტრალური გზა და ხიდი უკიდურესად დაზიანებულია. დასახლებას არ ემსახურება მუნიციპალური ტრანსპორტი. კერძო პირის საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალება წალენჯიხაში კვირაში სამჯერ დადის, ისიც, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მგზავრების საკმარისი რაოდენობა შეგროვდება. მგზავრობის საფასური 3,5 ლარია, რაც უკიდურესად შეჭირვებული დევნილებისთვის რთული გადასახდელია. დასახლებას სჭირდება სასმელი წყლის ავზის რეაბილიტაცია, წყლის მილების შეძენა და გარე განათების დამონტაჟება. სავალალო მდგომარეობაშია სანიაღვრე არხები და შიდა გზები. დევნილებს სასოფლო-სამეურნეო მიწები საკუთრებაში არ აქვთ გადაცემული, შესაბამისად, შინამეურნეობას ვერ ეწევიან. დასახლებაში მდგარი შენობები და სახლები ამორტიზებულია, კანალიზაცია ეზოებში მოედინება. სასმელი წყალი გრაფიკით მიეწოდებათ. სამართლებრივ მოწესრიგებას საჭიროებს სახლების რეგისტრაცია/დაკანონება.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ფოცხოეწერის დევნილთა ჩასახლებაში მცხოვრები ადამიანების მძიმე სოციალური პირობების თაობაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრს და სხვა პასუხისმგებელ თანამდებობის პირებს უკვე მიმართა. პრობლემების აღმოფხვრის მიზნებისთვის, მიმართვები გაგზავნილია სახელმწიფო რწმუნებულთან სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან, წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარესთან, წალენჯიხის მერთან, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრთან, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრთან. გატარებული ან გასატარებელი ღონისძიებების შესახებ ამ დრომდე არ მიგვიღია პასუხი არც ერთი უწყებიდან.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის რეკომენდაციაა, დევნილი მოსახლეობის სოციალური, ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული პრობლემების სწრაფად და ეფექტიანად მოგვარება, სათანადო, ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნა, რაც სახელმწიფო უწყებებს შორის თანამშრომლობას და პრობლემების აღმოსაფხვრელად კომპლექსურ მუშაობას მოითხოვს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S