
„2022 წელს საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის“ ფარგლებში ქუთაისში 12 220 843 ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება
15/02/2022 09:19:11 საზოგადოება
„2022 წელს საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის“ ფარგლებში ქუთაისში 12 220 843 ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.
„საქართველოს მთავრობის განკარგულებით, „2020-2022 წლების საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის“ ფარგლებში შერჩეული პროექტებიდან, ქუთაისში დაფინანსდება შემდეგი პროექტები :
1. მაჩაბლის ქუჩაზე ინფრასტრუქტურის მშენებლობა და მოწყობა. პროექტის ღირებულებაა - 597 717ლარი ;
2. დავით აღმაშენებლის მოედანზე მდებარე ცენტრალური შადრევანის რეაბილიტაცია. პროექტის ღირებულებაა -525 992ლარი; 3. რუსთაველის გამზირის და ლაღიძის ქუჩის კვეთაზე არსებული სკვერის რეაბილიტაცია. პროექტის ღირებულებაა - 234 444 ლარი;
4. აღმაშენებლის გამზირზე მდებარე 100 საფეხურიანი კიბის რეაბილიტაცია. პროექტის ღირებულებაა - 673 821 ;
5. სააკაძის ქუჩაზე ინფრასტრუქტურის მშენებლობა და მოწყობა, პროექტის მთლიანი ღირებულება - 1 317 006 ლარი;
6. კუპრაძის ქუჩაზე ინფრასტრუქტურის მშენებლობა და მოწყობა, პროექტის ღირებულებაა - 1 223 300 ლარი;
7. რეზო ჭეიშვილის ქუჩაზე ინფრასტრუქტურის მშენებლობა და მოწყობა, პროექტის ღირებულება - 2 544 777 ლარი;
8. ილია ჭავჭავაძის გამზირზე (მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკის მიმდებარედ), საავტომობილო მოძრაობის უსაფრთხოების მარეგულირებელი ინფრასტრუქტურის მშენებლობა. პროექტის ღირებულება - 742 080 ლარი;
9. საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებების აღჭურვა ელექტრო საინფორმაციო ტაბლოებით. პროექტის ღირებულებაა - 1 555 595 ლარი;
10. ნიკეას ქუჩის მე-7 ჩიხის საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, პროექტის ღირებულებაა - 467 054 ლარი;
11. ბუკიას ქუჩის საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია. პროექტის ღირებულებაა - 2 342 402 ლარი“,- ნათქვამია ინფორმაციაში.