
"ველოდებით ახალ ანტივირუსულ წამალს, რომელსაც 90%-იანი დაცვა აქვს გართულებებისგან"
15/02/2022 09:14:40 საზოგადოება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველო ახალ ანტივირუსულ წამალს ელოდება, რომელსაც კორონავირუსის გართულებებისგან 90%-იანი დაცვა აქვს.
"ჩვენი ქვეყანა ელოდება ახალ ანტივირუსულ წამალს, რომელიც „ფაიზერის“ ერთ-ერთი ყველაზე ინოვაციური პრეპარატია და 90%-იანი დაცვა აქვს გართულებებისგან. ამაზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები და დაზუსტებულია, რომ ეს წამალი უნდა მივიღოთ",, - განაცხადა მან უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.