Accentnews.ge
გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი: "უკრაინაში რუსეთის შეჭრა შეიძლება, გარდაუვალიც იყოს"

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი: "უკრაინაში რუსეთის შეჭრა შეიძლება, გარდაუვალიც იყოს"

15/02/2022 08:57:09 მსოფლიო

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი ლიზ ტრასი აცხადებს, რომ "უკრაინაში რუსეთის შეჭრა შეიძლება, გარდაუვალიც იყოს"

"უკრაინაში რუსეთის შეჭრა, დიდი ალბათობით, მოსალოდნელია და შეიძლება, გარდაუვალიც იყოს, რაც საფრთხეს შეუქმნის მთლიანად ევროპის სტაბილურობას. რუსეთის შეიარაღებულ ძალებს ძალიან სწრაფად შეუძლიათ, კიევს მიაღწიონ. საქმე გლობალურ სტაბილურობას ეხება და გზავნილი, რომელიც ჩვენ აგრესორს უნდა გავუგზავნოთ და პუტინს ვუთხრათ, არის, რომ აგრესია ვერ დაჯილდოვდება“, – განაცხადა ტრასმა.

ცნობისთვის: უკრაინის ირგვლივ ვითარება უკიდურესად დაძაბულია. მისი საზღვრის სიახლოვეს რუსული ძალების თავმოყრა კვლავ გრძელდება. დასავლეთში შიშობენ, რომ რუსეთი უკრაინაზე მორიგი სამხედრო აგრესიისთვის ემზადება. კრემლი ბრალდებას უარყოფს და დესტაბილიზაციაში უკრაინის ხელისუფლებას და მის დასავლელ პარტნიორებს ადანაშაულებს.

აშშ–ში არ გამორიცხავენ, რომ რუსეთმა ომი ჩინეთში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიადის პერიოდში დაიწყოს. კრემლის ლიდერს დასავლეთის სხვადასხვა ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირები შეხვდნენ. დასავლეთის სახელმწიფოთა მცდელობები, აწარმოონ დიალოგი რუსეთთან, უკავშირდება აღმოსავლეთ ევროპაში მოსკოვის ბოლოდროინდელ ქმედებებს.

რუსეთთან დიალოგის პარალელურად, აშშ და მისი ნატოელი მოკავშირეები ევროპაში აცხადებენ, რომ უკრაინაზე თავდასხმას უმკაცრესი პასუხი მოჰყვება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S