Accentnews.ge
დღეს აშშ–მა პოლონეთში დამატებით 3000 ჯარისკაცი გაგზავნა

დღეს აშშ–მა პოლონეთში დამატებით 3000 ჯარისკაცი გაგზავნა

15/02/2022 07:21:21 მსოფლიო

დღეს აშშ–მა პოლონეთში დამატებით 3000 ჯარისკაცი გაგზავნა.

აშშ-ის არმიის 82-ე საჰაერო-სადესანტო დივიზიის ჯარისკაცების პოლონეთში განთავსდებიან.

მანამდე, 1700 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე განლაგდა პოლონეთში.

  • პოლონეთში აშშ–ის 4 ბაზა აქვს, სადავ დამატებითი ძალების მობიიზებამდე 5700 ამერიკელი ჯარისკაცი მსახურობდა.
  • გარდა ამისა, პოლონეთში განთავსებულია ნატო–ს საბრძოლო ბატალიონი, სადაც 1200 ჯარისკაცია. ბატალიონს აშშ ხელმძღვანელობს
  • ამასთან, ნატო–ს მიერ პოლონეთში განთავსებული რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა მიმდინარე წლის ბოლომდე ამოქმედდება.

ცნობისთვის: უკრაინის ირგვლივ ვითარება უკიდურესად დაძაბულია. მისი საზღვრის სიახლოვეს რუსული ძალების თავმოყრა კვლავ გრძელდება. დასავლეთში შიშობენ, რომ რუსეთი უკრაინაზე მორიგი სამხედრო აგრესიისთვის ემზადება. კრემლი ბრალდებას უარყოფს და დესტაბილიზაციაში უკრაინის ხელისუფლებას და მის დასავლელ პარტნიორებს ადანაშაულებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S