
თბილისი და 4 რეგიონი, სადაც ბოლო 24 საათში კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა
15/02/2022 07:03:18 საზოგადოება
ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 19 049 შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 18 409 ადამიანი, გარდაიცვალა 51 პაციენტი.
ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 56 531 კვლევა ტესტით, მათ შორის 39 936 კვლევა ანტიგენის ტესტით და 16 595 PCR ტესტით.
დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 33.7%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 32.01% ხოლო 7 დღის მანძილზე - 32.19%.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 19 049 ახალი შემთხვევიდან:
- თბილისში გამოვლენილია 8 972 შემთხვევა,
- აჭარა - 1 317,
- იმერეთი - 2 854,
- ქვემო ქართლი - 842,
- შიდა ქართლი - 970,
- გურია - 710,
- სამეგრელო - ზემო სვანეთი - 1 272,
- კახეთი - 1 229,
- მცხეთა-მთიანეთი - 446,
- სამცხე-ჯავახეთი - 307,
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 130.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 176 019 საიდანაც:
6 017 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 402, აჭარაში - 737, იმერეთში - 1 201.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 306 პირი, მათ შორის, თბილისში - 486, აჭარაში - 155, იმერეთში - 421. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 293 პირი, მათგან თბილისში - 164, აჭარაში - 41, იმერეთში - 26.
1 309 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 820 - თბილისში, 305 - აჭარაში.
168 693 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 10 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 10, ხოლო აჭარაში - 0.