
საქართველოში კოვიდ–ინფიცირების დღიური ნამატი კვლავ მაღალია
15/02/2022 06:55:33 საზოგადოება
ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 19 049 შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 18 409 ადამიანი, გარდაიცვალა 51 პაციენტი.
ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 68 392 კვლევა ტესტით, მათ შორის 42 943 კვლევა ანტიგენის ტესტით და 25 449 PCR ტესტით.
დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 32.82%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 29.93% ხოლო 7 დღის მანძილზე - 32.84%.