
თბილისში, დიღმის მასივში აფეთქება მოხდა
15/02/2022 06:40:57 საზოგადოება
თბილისში, დიღმის მასივში, საცხოვრებელი კორპუსის მე-7 სართულზე აფეთქება მოხდა. მომხდარის შედეგად დაშავებულია ერთი ადამიანი.
აფეთქება, სავარაუდოდ, დაგროვილმა აირმა გამოიწვია.
ცეცხლი უკვე ლოკალიზებულია, თუმცა სახანძრო-სამაშველო ბრიგადები ადგილზე ჯერ კიდევ რჩებიან.