Accentnews.ge
კანადა უკრაინას $6,1 მლნ-ის ღირებულების იარაღს მიაწვდის

კანადა უკრაინას $6,1 მლნ-ის ღირებულების იარაღს მიაწვდის

15/02/2022 05:52:06 მსოფლიო

კანადა უკრაინას 6,1 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ლეტალურ იარაღს მიაწვდის. როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ განაცხადა.

ამას გარდა, კანადის პრემიერ-მინისტრი უკრაინას 393 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის კრედიტს გამოუყოფს.

„კანადისა და ჩვენი სხვა პარტნიორების ამ მხარდაჭერის მიზანია, გადავაფიქრებინოთ რუსეთს უკრაინის მიმართ აგრესიის გაგრძელება“, – განაცხადა ჯასტინ ტრუდომ მედიასთან საუბრისას.

აღსანიშნავია, რომ 5 თებერვალს კანადამ უკრაინას სამხედრო დახმარების სახით ინდივიდუალური დამცავი აღჭურვილობა და სადაზვევრო მოწყობილობები გაუგზავნა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S