თურქმენეთის ლიდერის ვაჟი ქვეყნის პრეზიდენტობის კანდიდატად წარადგინეს
14/02/2022 20:50:26 მსოფლიო
თურქმენეთში პრეზიდენტის გურბანგული ბერდიმუხამედოვის ვაჟი პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელდა.
40 წლის სერდარ ბერდიმუხამედოვის კანდიდატად დასახელების გადაწყვეტილება თურქმენეთის მმართველი – „დემოკრატიული პარტიის“ ყრილობაზე 14 თებერვალს მიიღეს.
ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები 12 მარტს დაინიშნა, მას შემდეგ, რაც ქვეყნის ავტორიტარმა ლიდერმა – 64 წლის გურბანგულ ბერდიმუხამედოვმა პარლამენტის ზედა პალატის წევრებს საგანგებო სხდომაზე უთხრა, რომ აპირებს გადადგეს და ხელისუფლება "ახალგაზრდა ლიდერებს" დაუთმოს.
ანალიტიკოსები იმთავითვე დარწმუნებულები იყვნენ, რომ ბერდიმუხამედოვი ამ ნაბიჯით გეგმავდა, ძალაუფლება საკუთარი ვაჟისთვს გადაებარებინა, რომელსაც სექტემბერში შეუსრულდა საპრეზიდენტო ასაკი – 40 წელი.


