Accentnews.ge
კლინიკის მე–5 სართულიდან კოვიდ–ინფიცირებული პაციენტი გადახტა

კლინიკის მე–5 სართულიდან კოვიდ–ინფიცირებული პაციენტი გადახტა

14/02/2022 17:58:44 საზოგადოება

საუნივერსიტეტო კლინიკის მე-5 სართულიდან Covid-პაციენტი, 59 წლის კაცი გადახტა. პაციენტი გარდაიცვალა.

პირველი საუნივერსიტეტო საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი ლალი ტურძელაძე ამბობს, რომ თვითმკვლელობის მოტივთან დაკავშირებით არანაირი ინფორმაცია არ აქვს, რადგან პაციენტს კონფლიქტი არავისთან ჰქონია.

ამასთან, მისი ცნობით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო და მისი ბინაზე გაწერა ხვალისთვის იგეგმებოდა:

"თავს კარგად გრძნობდა, ხვალ ვაპირებდით მის გაწერას. დღეს გაკეთდა ყველა საკონტროლო ანალიზი, მდგომარეობა იყო ძალიან დამაკმაყოფილებელი. საშუალო სიმძიმიდან გამოვიდა. დღესაც გვინდოდა გაწერა, მაგრამ რადგან კიდევ გვინდოდა ანალიზების გაკეთება, ამიტომაც გადავწყვიტეთ, ხვალ გაგვეწერა".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S