Accentnews.ge
დემონსტრანტებს სამგორის რაიონის გამგეობის შენობა იძულებით დაატოვებინეს

დემონსტრანტებს სამგორის რაიონის გამგეობის შენობა იძულებით დაატოვებინეს

14/02/2022 17:48:27 საზოგადოება

სამგორის რაიონის გამგეობის შენობიდან პოლიციამ იძულებით გამოიყვანა მოქალაქეები, რომლებიც თბილისის შემოგარენში, მათ შორის, აფრიკის დასახლებაში აშენებული ნაგებობების დაკანონებას მოითხოვენ.

როგორც აქციის მონაწილეები განმარტავდნენ, მათ გამგეობის წარმომადგენლებს სთხოვეს, სახლები არ დაენგრიათ, დრო მიეცათ და მიწები დაეკანონებინათ.

ამასთან, როგორც აქციის მონაწილეებმა აღნიშნეს, კონსტიტუციით, სახელმწიფოს ვალდებულება აქვს აღებული, რომ ადამიანები უზრუნველყოს ღირსეული საცხოვრისით, თუმცა რეალობა განსხვავებულია.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის პაატა მაცაბერიძის თქმით, 500-ზე მეტი ოჯახი დთბილისის გარშემო, 12 ადგილზე სტრესში ცხოვრობს, რადგან მათ სახლებს არ უკანონებენ.

ნაგებობების დაკანონების მოთხოვნით მოქალაქეები სამგორის გამგეობაში 14 თებერვალს მივიდნენ. აქციის ორგანიზატორებს სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე გაესაუბრა, რომელიც ირწმუნება, რომ არჩევნების დროს არ გაუცია დაპირება, რომ აფრიკის დასახლებაში სახელმწიფოს კუთვნილ მიწაზე უკანონოდ აშენებულ სახლებს დააკანონებდნენ:

„უსახლკარო ადამიანი თბილისში არ იქნება. ეს რას ნიშნავს? ჩვენ გვაქვს რამდენიმე სოციალური პაკეტი - როგორც ქირით დაკმაყოფილების პაკეტი, ასევე უსახლკარობის მინიჭების პროგრამა, რომლის მიხედვითაც ჩვენ უკვე დავიწყეთ უსახლკაროს სტატუსის მქონე ადამიანებისთვის სახლების შეძენა. აქედან გამომდინარე, მუნიციპალიტეტი მზად არის, რომ ყველა სოციალურად შეჭირვებულ ადამიანს გვერდით დაუდგეს და ღია ცის ქვეშ არ დატოვოს, მაგრამ ჩვენი მკაცრი პოზიცია არის, რომ უკანონობას არასდროს მხარს არ დავუჭერთ“.

კახა სამხარაძის თქმით, თებერვალში სამ უსახლკარო ოჯახს, უსახლკაროს სტატუსის მქონეს დააკმაყოფილებენ და პროცესი გაგრძელდება.

მისი თქმით, ბილისის მერია ცდილობს, ოთხ წელიწადში თბილისში უსახლკაროები აღარ იყვნენ.

მუნიციპალური ინსპექცია ქალაქის სხვადასხვა ადგილას, ძირითადად გარეუბნებში, პერიოდულად ანგრევს უკანონო ნაგებობებს. ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული ნგრევა 2020 წლის დეკემბერში, აფრიკის დასახლებაში განხორციელდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S