
სამებასთან მიწისძვრა კვლავ დაფიქსირდა
14/02/2022 17:40:22 საზოგადოება
სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სოფელ სამებასთან დღეს კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა.
ცენტრის ცნობით, მიწისძვრა თბილისის დროით 21:03 საათზე მოხდა და მისი სიმძლავრე 3.6 მაგნიტუდას შეადგენდა.
დღეს მიწისქვეშა ბიძგები სოფელ სამებასთან 16:13 საათზეც დაფიქსირდა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ საღამოს, ასევე სოფელ სამებასთან 6.2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, რასაც განმეორებითი ბიძგები მოჰყვა.