
საქართველოში 3.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
14/02/2022 14:57:14 საზოგადოება
სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში მორიგი მიწისძვრა მოხდა.
მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 16:13 საათზე, სოფელ სამებასთან დაფიქსირდა, ხოლო სიმძლავრით 3.9 მაგნიტუდას შეადგენდა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ სარამოს, ასევე სოფელ სამებასთან 6.2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, რასაც კიდევ 6 განმეორებითი ბიძგი მოჰყვა.