Accentnews.ge
ეროვნული მუზეუმის დირექტორი: "2005 წლიდან არც ერთი კოლექცია არ დაკარგულა"

ეროვნული მუზეუმის დირექტორი: "2005 წლიდან არც ერთი კოლექცია არ დაკარგულა"

14/02/2022 14:12:18 საზოგადოება

საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორი დავით ლორთქიფანიძე ამბობს, რომ 2005 წლიდან – ამ დაწესებულების შექმნიდან დღემდე, არც ერთი კოლექცია არ "დაკარგულა".

"ის საუბარი, რომ მუზეუმიდან 2005 წლიდან რამე იკარგება, ეს არის არასწორი. იმ კოლექციების შესახებ საუბარი, რომელიც სხვადასხვა საელჩოებში მოხვდა 90-იან წლებში, განსაზღვრული იყო, რომ ახალ საელჩოებში წარმოჩენილიყო ქართული მხატვრობა. სამწუხაროდ, რაღაც ნაწილი არ იყო დოკუმენტირებული, დაიკარგა, მაგრამ ეს ყველაფერი იყო დაფიქსირებული და მოთხოვნილი.

​მე მინდა ხაზი გავუსვა, 2005 წლიდან ნიმუშები, რომელიც მუზეუმიდან გავიდა, ყველა არის სრულად დოკუმენტირებული და დაბრუნებული", - თქვა ლორთქიფანიძემ ბრიფინგზე.

ძვირადღირებულ "დაკარგულ" ფერწერულ ტილოებზე 2021 წლის 26 მარტს პირველმა კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა თქვა, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმზე საუბრის დროს. რამდენიმე თვეში, 2021 წლის 3 დეკემბერს კი, პარლამენტში გამოსვლისას დააზუსტა, რას გულისხმობდა: „2012 წლამდე საელჩოებისთვის გადაცემული 117 ექსპონატიდან, რომელიც ძვირადღირებული, ძვირფასი ფერწერული ტილოებია, 53, სავარაუდოდ, დაკარგულია“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S