Accentnews.ge
"ჯერ კიდევ არის დრო, რომ პუტინმა უკან დაიხიოს"

"ჯერ კიდევ არის დრო, რომ პუტინმა უკან დაიხიოს"

14/02/2022 13:43:47 მსოფლიო

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის განცხადებით, "ევროპაში არსებული ვითარება ძალიან რთულია, თუმცა ჯერ კიდევ არის დრო, რომ პუტინმა უკან დაიხიოს".

„საკმაოდ ცხადი მტკიცებულებები არსებობს, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრას გეგმავს. უკრაინის საზღვარზე ჯარისკაცების კონცენტრაცია და ყველა სხვა ნიშანი აჩვენებს, რომ სერიოზული მზადება მიმდინარეობს. ძალიან საშიში და რთული ვითარებაა, მაგრამ ჯერ კიდევ არის დრო, რომ პრეზიდენტმა პუტინმა უკან დაიხიოს“, - აღნიშნა ჯონსონმა.

მისი თქმით, დასავლეთმა რუსეთი აგრესიის წინააღმდეგ ერთიანობა უნდა შეინარჩუნოს.

ცნობისთვის: უკრაინის ირგვლივ ვითარება უკიდურესად დაძაბულია. მისი საზღვრის სიახლოვეს რუსული ძალების თავმოყრა კვლავ გრძელდება. დასავლეთში შიშობენ, რომ რუსეთი უკრაინაზე მორიგი სამხედრო აგრესიისთვის ემზადება. კრემლი ბრალდებას უარყოფს და დესტაბილიზაციაში უკრაინის ხელისუფლებას და მის დასავლელ პარტნიორებს ადანაშაულებს.

რუსეთთან დიალოგის პარალელურად, აშშ და მისი ნატოელი მოკავშირეები ევროპაში აცხადებენ, რომ უკრაინაზე თავდასხმას უმკაცრესი პასუხი მოჰყვება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S