გერმანიამ ლიეტუვაში ჯარისკაცები გაგზავნა
14/02/2022 13:33:20 მსოფლიო
უკრაინის ირგვლივ განვითარებული მოვლენების ფონზე გერმანიამ ლიეტუვაში ჯარისკაცები გაგზავნა. გერმანული სამხედრო თვითმფრინავი ბორტზე მყოფი დამატებითი სამხედრო კონტინგენტით კაუნასში უკვე დაეშვა.
დაგეგმილია რომ გერმანია ქვეყანაში დამატებით 350 ჯარისკაცს აგზავნის. ისინი ქვეყანაში განთავსებულ ნატო–ს ბატალიონს შეუერთდებიან.
ცნობისთვის: აღმოსავლეთ ევროპაში, კერძოდ ესტონეთში, ლატვიაში, ლიეტუვასა და პოლონეთში ალიანსს 2017 წლის შემდეგ 4 მრავალეროვანი ბატალიონი ჰყავს განლაგებული, რომლებიც როტაციის საფუძველზე მოქმედებენ. ესტონეთის ბატალიონს გაერთიანებული სამეფო ხელმძღვანელობს, ლატვიისას – კანადა, ლიეტუვისას – გერმანია და პოლონეთისას – აშშ.
ალიანსმა გასულ თვეში განაცხადა, რომ ბატალიონები "ძლიერი და საბრძოლო მზადყოფნაში მყოფი ძალებია".
გარდა ამისა, ნატო–ს საჰარო წარმოდგენილობა აქვს ესტონეთსა და ლიეტუვაში, სადაც საერთო ჯამში, 22 მოიერიშე თვითმფრინავია განთავსებული.
ამასთან, ნატო–ს რუმინეთში უკვე აქვს მოქმედი რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა, ხოლო პოლონეთში განთავსებული რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა მიმდინარე წლის ბოლომდე ამოქმედდება.


