Accentnews.ge
ლავროვი - პუტინს: «დასავლეთთან უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკების შანსები ნარჩუნდება»

ლავროვი - პუტინს: «დასავლეთთან უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკების შანსები ნარჩუნდება»

14/02/2022 13:06:07 მსოფლიო

რუსეთის მთავარმა დიპლომატმა სერგეი ლავროვმა დღეს პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ დასავლეთის ქვეყნებთან ე.წ. უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკების შანსები ნარჩუნდება.

"შანსები არსებობს" - განაცხადა ლავროვმა პუტინის კითხვის საპასუხოდ, "არსებობს შანსი, თუ დასავლეთს სურს, რუსეთი უსასრულო მოლაპარაკებებში ჩაითრიოს?".

"რუსეთმა აშშ-ისა და ნატო-სგან უარყოფითი პასუხები მიიღო მოსკოვის მოთხოვნების უმრავლესობაზე, თუმცა თქვენმა ბოლო შეხვედრებმა და საუბრებმა უცხო ქვეყნების ლიდერებთან აჩვენა, რომ შეთანხმების მიღწევის ყველა შესაძლებლობა ჯერ არ ამოწურულა" - განუცხადა პუტინს ლავროვმა შეხვედრაზე, რომლის საწყისი ნაწილი რუსული ტელეარხების ეთერში უჩვენეს.

რუსული მედიის ცნობით, პუტინმა ლავროვს დასავლეთთან მოლაპარაკებების გაგრძელება დაავალა. ამავდროულად, დღის ბოლოს დაგეგმილია პრეზიდენტის შეხვედრა თავდაცვის მინისტრ შოიგუსთან.

ცნობისთვის: ბოლო დღეების განმავლობაში პუტინი შეხვა საფრანგეთისა და უნგრეთის ლიდერებს, ასევე ტელეფონით ესაუბრა აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის პირველ პირებს. ხვალ მოსკოვში გერმანიის კანცლერს ელიან.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S