Accentnews.ge
ღარიბაშვილი: “პენსიონრების საპროცენტო განაკვეთს 26%-მდე დავწევთ”

ღარიბაშვილი: “პენსიონრების საპროცენტო განაკვეთს 26%-მდე დავწევთ”

14/02/2022 07:27:28 საზოგადოება

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, პენსიონრების საპროცენტო განაკვეთი 26 %-ს არ აცდება.

„მინდა, კიდევ ერთ საკითხზე ჩავაბარო ჩვენს მოქალაქეებს ანგარიში, მოგეხსენებათ, რამდენიმე თვის წინ, როცა მე ვიყავი პარლამენტში, ერთ-ერთი ინიციატივა და მომართვა შეეხებოდა პენსიონრების საპროცენტო განაკვეთს, რომელიც საკმაოდ მაღალი იყო, დღს ჯერ კიდევ არის მაღალი. თუმცა მოგახსენებთ, რომ წინა ხელისუფლების დროს ეს იყო 80%, 90%, 100%-ზე მეტი. ჩვენ რა თქმა უნდა, მინიმუმამდე დავწიეთ ეს საბანკო პროცენტი, მაგრამ 36 % მაინც მაღალია პენსიონრებისთვის. ამიტომ, ბატონი ლევან დავითაშვილის ხელმძღვანელობით ჩვენ შევქმენით კომისია, იმუშავეს ამ საკითხზე და შეჯერდნენ, რომ აღნიშული 26 %-ს არ აცდება, 26%-მდე დავწევთ ამ განაკვეთს, რაც კიდევ ერთი შვება იქნება ჩვენი პენსიონრებისთვის, “ - განაცხადა პრემიერმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S