
NCDC: კოვიდ–ინფიცირების დღევანდელი სტატისტიკა რეალობას არ ასახავს
14/02/2022 07:21:57 საზოგადოება
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ცნობით, კოვიდ–ინფიცირების ის ნამატი, რომელიც ოფიციალურ ვებ–გვერდზეა ასახული, არ ასახავს რეალობას, რადგან პორტალზე ტექნიკური სამუშაოების გამო, ყველა მონაცემი არ არის ატვირთული.
მისივე თქმით, ამჟამად პიკის პერიოდში ვიმყოფებით და გადავლის ეტაპი სავარაუდოდ, მიმდინარე კვირაში დაიწყება.
„დღეს არის 4 000 შემთხვევა და სამწუხაროდ, 21 გარდაცვალება. ეს ინფიცირების ციფრი რეალურ სიტუაციას არ ასახავს, რადგან გვაქვს მაღალი დადებითობის მაჩვენებელი, სადღაც 40%. რეალურად, შაბათ-კვირას პორტალის განახლება ხდებოდა და იყო ტექნიკური სამუშაოები. ამიტომ ყველა მონაცემის პორტალზე ატვირთვა ვერ მოხერხდა. დღევანდელი ციფრებით ვერ ვიმსჯელებთ, ხვალ იქნება განახლებული მონაცემები, რომელიც მოიცავს როგორც კვირის, ასევე ორშაბათის შემთხვევებსაც“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.