Accentnews.ge
მთავრობა მარტიდან სოციალური დახმარების მიმღებთა დასაქმებას აანონსებს

მთავრობა მარტიდან სოციალური დახმარების მიმღებთა დასაქმებას აანონსებს

14/02/2022 07:06:56 საზოგადოება

მთავრობა მარტიდან დასაქმების მასშტაბურ პროგრამას იწყებს,– ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საზოგადოებრივი სამუსაოები სამიზნე ჯგუფებისთვის შეიქმნება, რომლის შესრულებაც ნებისმიერი კვალიფიკაციის პირს შეუძლია. პროგრამით ისარგებლებენ 18 წლიდან საპენსიო ასაკამდე შრომისუნარიანი პირები, რომლებიც სახელმწიფო შემწეობას იღებენ, რომელთაც არ აქვთ შშმ სტატუსი და ჯანმრთელობის მძიმე პრობლემები.

„ჩვენი პროგრამით, დასაქმდება სულ 200 000 ადამიანი. პირველ ეტაპზე სამინისტროები მოახდენენ 50 000 ვაკანსიის მობილიზებას. წელს შესაძლოა, 100 000–ზე გავიდეთ. პროგრამას დასაქმების სახელმწიფო სააგენტო“,– განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისი ქმით საზოგადოებრივი სამუშაო არ განაპირობებს სოციალური დახმარების შეწყვეტას. მოსარგებლის ოჯახს ოთხი წლის განმავლობაშ შეუნარჩუნდება დახმარება.

„ჩვენ ამას [სოცდახმარებას] არ შევეხებით. გარდა ამისა, მოსარგებლეს დამატებით მიეცემა 300 ლარი. ანუ ერთის მხრივ, მიიღებენ სოციალურ დახმარებას, პლუს 300 ლარს“,– დასძინა ღარიბაშვილმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S