Accentnews.ge
თბილისი და 2 რეგიონი, სადაც ბოლო 24 საათში კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა

თბილისი და 2 რეგიონი, სადაც ბოლო 24 საათში კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა

14/02/2022 06:52:58 საზოგადოება

ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 4 028 შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 22 517 ადამიანი, გარდაიცვალა 21 პაციენტი.

ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 9 688 კვლევა ტესტით, მათ შორის 6 768 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 920 PCR ტესტით.

დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 41.58%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 31.92% ხოლო 7 დღის მანძილზე - 33.03%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 028 ახალი შემთხვევიდან:

  • თბილისში გამოვლენილია 2 228 შემთხვევა,
  • აჭარა - 303,
  • იმერეთი - 450,
  • ქვემო ქართლი - 259,
  • შიდა ქართლი - 207,
  • გურია - 89,
  • სამეგრელო - ზემო სვანეთი - 203,
  • კახეთი - 210,
  • მცხეთა-მთიანეთი - 27,
  • სამცხე-ჯავახეთი - 48,
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 4.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 171 731 საიდანაც:

6 202 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 500, აჭარაში - 761, იმერეთში - 1 213.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 307 პირი, მათ შორის, თბილისში - 485, აჭარაში - 156, იმერეთში - 425. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 285 პირი, მათგან თბილისში - 159, აჭარაში - 40, იმერეთში - 24.

1 481 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 878 - თბილისში, 406 - აჭარაში.

164 048 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 10 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 10, ხოლო აჭარაში - 0.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S