Accentnews.ge
შტაინმაიერი - პუტინს: "მოუშვით უკრაინის კისერზე მოჭერილი მარყუჟი"

შტაინმაიერი - პუტინს: "მოუშვით უკრაინის კისერზე მოჭერილი მარყუჟი"

14/02/2022 06:36:29 მსოფლიო

გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მოუწოდებს, უკრაინასთან დაკავშირებული კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარება დაიწყოს.

„პრეზიდენტ პუტინს მივმართავ: "მოუშვით უკრაინის კისერზე მოჭერილი მარყუჟი". ჩვენთან ერთად ეძებეთ გზა, რომელიც ევროპაში მშვიდობას შეინარჩუნებს. შემიძლია, მხოლოდ გავაფრთხილო პრეზიდენტი პუტინი: არ ღირს დემოკრატიის ძალის არასათანადოდ შეფასება“, – განაცხადა გერმანიის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, აღმოსავლეთ ევროპა ომის საფრთხის წინაშეა, რაზედაც პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება.

"უკრაინის მოსახლეობას შიშისა და საფრთხის გარეშე ცხოვრების, თვითგამორკვევისა და სუვერენიტეტის უფლება აქვს. მათ, ვინც ამის განადგურებას შეეცდება, გადამწყვეტ პასუხს გავცემთ“, - აღნიშნა შტაინმაიერმა.

ცნობისთვის: უკრაინის ირგვლივ ვითარება უკიდურესად დაძაბულია. მისი საზღვრის სიახლოვეს რუსული ძალების თავმოყრა კვლავ გრძელდება. დასავლეთში შიშობენ, რომ რუსეთი უკრაინაზე მორიგი სამხედრო აგრესიისთვის ემზადება. კრემლი ბრალდებას უარყოფს და დესტაბილიზაციაში უკრაინის ხელისუფლებას და მის დასავლელ პარტნიორებს ადანაშაულებს.

რუსეთთან დიალოგის პარალელურად, აშშ და მისი ნატოელი მოკავშირეები ევროპაში აცხადებენ, რომ უკრაინაზე თავდასხმას უმკაცრესი პასუხი მოჰყვება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S