Accentnews.ge
კიევი უახლოეს 48 საათში მოსკოვთან შეხვედრას ითხოვს

კიევი უახლოეს 48 საათში მოსკოვთან შეხვედრას ითხოვს

14/02/2022 06:29:33 მსოფლიო

ვენის 2011 წლის საერთაშორისო შეთანხმების საფუძველზე, კიევი 48 საათის განმავლობაში მოსკოვთან შეხვედრას ითხოვს.

კიევის მიზანია განიხილოს უკრაინის საზღვარზე მიმდინარე რუსეთის სამხედრო ქმედებები.

ოფიციალური მოსკოვის პასუხი ჯერ–ჯერობით უცნობია.

ცნობისთვის: უკრაინის ირგვლივ ვითარება უკიდურესად დაძაბულია. მისი საზღვრის სიახლოვეს რუსული ძალების თავმოყრა კვლავ გრძელდება. დასავლეთში შიშობენ, რომ რუსეთი უკრაინაზე მორიგი სამხედრო აგრესიისთვის ემზადება. კრემლი ბრალდებას უარყოფს და დესტაბილიზაციაში უკრაინის ხელისუფლებას და მის დასავლელ პარტნიორებს ადანაშაულებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S