ბაიდენი: "უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიას აშშ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად მტკიცედ და სწრაფად უპასუხებს"
14/02/2022 05:39:21 მსოფლიო
უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ნებისმიერ შემდგომ აგრესიას აშშ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად მტკიცედ და სწრაფად უპასუხებს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა.
თეთრი სახლის ცნობით, ბაიდენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ერთგულება უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
„ორი ლიდერი შეთანხმდნენ დიპლომატიის გაგრძელებისა და შეკავების მნიშვნელობაზე უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო გაძლიერების საპასუხოდ“, – აღნიშნულია თეთრი სახლის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.


