
ძლიერი მიწისძვრა სომხეთშიც დაფიქსირდა
13/02/2022 20:27:12 საზოგადოება
სომხური მედიის ინფორმაციით, დღეს საღამოს მიწისძვრა სომხეთის ტერიტორიაზეც დაფიქსირდა.
როგორც სომხური მედია ქვეყნის ხელისუფლებაზე დაყრდნობით წერს, მიწისძვრის ეპიცენტრი საქართველო-სომხეთის საზღვართან ახლოს, სოფელ ბავრასთან, 10 კილომეტრის სიღრმეზე იყო.
სომხური მედიის ინფორმაციით, ბიძგების სიძლიერე კი ეპიცენტრში 6-7 ბალს შეადგენდა. მათივე ცნობით, 4-5 ბალის სიმძლავრის ბიძგები იგრძნობოდა შირაკის, ლორისა და არაგაწოტნის ოლქებში, სამი ბალის სიმძლავრის ბიძგები კი სომხეთის დედაქალაქ ერევანში.
თბილისის დროით 22:25 საათზე საქართველოში 6.2 მაგნიტუდის სიძლიერის მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი სოფელ სამებასთან იყო.